განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

     დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის 48–ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს.

   მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტს პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში 2 973 065 ლარი განესაზღვრა. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტით 148 656 ლარი დაფინანსდება. საკრებულოს წევრებს კითხვები სამუშაოების მონიტორინგთან დაკავშირებით გაუჩნდათ. მათი მოსაზრებით, აღნიშნული საკითხისთვის გამოყოფილი პროცენტული მაჩვენებელი, 5% მაღალია. თუმაცა, ასევე უდავოა, რომ მონიტორინგის სამსახურის არსებობა აუცილებელია.

   დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ახალი ააიპ–ის შექმნას, რომელიც იმერეთის რეგიონში ,,იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის" სახელით იმუშავებს და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე იზრუნებს.

   კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებთან ერთად, დააფუძნოს აღნიშნული ააიპ და მასში წარმომადგენლობითი მონაწილეობა მიიღოს. ეს იქნება ორგანო, რომელიც აღნიშნული მინუციპალიტეტებიდან წარმოდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდება. სხდომაზე დეპუტატები ახალი ააიპ–ის წესდებასაც გაეცნენ და მხარი დაუჭირეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 599