განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
RDRC.GE
დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კატეგორია:  სიახლე

     სამტრედიაში მეცნიერულ–გეოგრაფიული შესწავლის მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ–პროფესორის, გიორგი დვალაშვილისა და დოქტორანტ მედეა გოგიშვილის ინიციატივით არსებული ობიექტების შესწავლა იწყება. ამ თემაზე, დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო მოხელეებისთვის, მერიის სამსახურის უფროსებისთვის, საკრებულოს წევრებისა და სოფლის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

   პროექტის მიზანია მოხდეს სამტრედიაში არსებული კულტურული ძეგლების, მოსახლეობობის, ბუნების, გეოგრაფიული პროცესების მეცნიერული დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის განვითარებას.

   ექსპედიცია სამტრედიის 51–ვე სოფელს მოივლის, შეაგროვებს მასალაბს, რომელიც წიგნად გამოიცემა. აქ იქნება თავმოყრილი ინფორმაცია როგორც სოფლებზე, ასევე თითოეულ უბანზე, კუთხეებსა და ტრადიციებზე. ნაშრომი წიგნის სახით გამოიცემა და იქნება ადვილად გასაგები და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. წიგნის გამოცემა სამტრედიელმა ბიზნესმენმა გიორგი დალალიშვილმა დააფინანსა.

   როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი დვალაშვილმა განაცხადა, ,,ამ ნაშრომის გამოცემით გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, რომ სამტრედია არის უნიკალური მუნიციპალიტეტი ცნობილი ადამიანების სიმრავლით. აქაურია მსოფლიო მოქალაქე ჯუმბერ ლეჟავა, რომლის 80 წლის იუბილესაც ეძღვნება ეს გამოცემა. ასევე აქ არის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ყველაზე საინტერესო მასალა სამეცნიერო ტურიზმისთვის, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.“

   შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

   გიორგი დვალაშვილმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომლის გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელება რთული იქნებოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 807