განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების კენჭისყრა სოფელ ჩხენიშში
RDRC.GE
სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების კენჭისყრა სოფელ ჩხენიშში
კატეგორია:  სიახლე

     დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩხენიშში, სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტების კენჭისყრას, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

   ,,ჩვენი მიზანია მოვიაროთ იმერეთის 554–ვე სოფელი, შევხვდეთ მოსახლეობას, მათგან მოვისმინოთ პრობლემები, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ამით იმერეთის მასშტაბით შევქმნათ საინფორმააციო ბადე, რაც გააადვილებს შემდგომი დაგეგმარების პროცესს. მთავარია, რომ თითოეული გამოყოფილი თეთრი მოსახლეობის კეთილ ნებას მოვარგოთ,“ აღნიშნა მედიასთან საუბრისას იმერეთის გუბერნატორმა. იგი, მოადგილეებთან ერთად, ერთ–ერთია, რომელიც იმერეთში შექმნილ სამ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

   დღევანდელ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილესთან და გუბერნატორთან ერთად გადაწყვიტეს ჩხენიშლებმა, რა სამუშაო უნდა შესრულდეს მათთვის გამოყოფილი 16 000 ლარით. გარე განათება, სკვერის მოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზა სოფლის პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდება. აქვე გათვალისწინებულია კონტრიბუცია ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც.

   სოფლის პროგრამების ახალ ტალღაზე ისაუბრა მინისტრის მოადგილემ. ილია ბეგიაშვილის თქმით, გაორმაგებული თანხები მეტ შესაძლებლობებს ქმნის საიმისოდ, რომ მეტი პრობლემა აღმოიფხვრას ადგილზე, სოფლებში. ,,პრპოექტების უმრავლესობა იგეგმება ხალხის ჩართულობით და მოთხოვნით. ადგილობრივების თვალით დანახული საჭიროება ყველაზე სანდოა და შეხვედრების ეს ფორმატიც ყველაზე მართებულია. ხელისუფლება ნაბიჯ–ნაბიჯ, ხალხის ხედვიდან გამომდინარე მოაგვარებს პრობლემებს. ჩვენ მოვედით ფულით, თქვენ გადაწყვიტეთ რა გააკეთოთ,“ ილია ბეგიაშვილის ამ მიმართვას ჩხენიშელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

   გარდა სოფლის პროგრამებისა დღევანდელ შეხვედრაზე ერთი მნიშვნელოვანი პროექტიც დაანონსდა. ხელისუფლება აპირებს აამუშაოს ახალი მიმართულება, რაც სტიქიის პრევენციას გულისხმობს. საამისოდ, ცენტრალურმა ბიუჯეტმა, ქვეყნის მასშტაბით, 20 მლნ. ლარი უკვე გამოყო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 748