განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ ფაზაში შედის
RDRC.GE
სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ ფაზაში შედის
კატეგორია:  სიახლე

     სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ ფაზაში შედის. ცენტრაალურთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ღანირში და ჭაგანში შეკრებილი მოსახლეობის საერთო კრებებს დაესწრო და მათთან ერთად ის პრობლემები განიხილა, რომელიც აღნიშნულ სოფლებში დგას. სოფლის ამბულატორიის სველი წერტილების მოწყობა, სოფლის ცენტრში, სკოლის მიმდებარედ სანიაღვრე არხების გაწმენდა და ღანირის ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა–ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც ღანირისთვის გამოყოფილი 20000 ლარი დაიხარჯება.

   სოფლის საერთო კრება გაიმართა ჭაგანშიც, სადაც ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული 16 000 ლარით გარე განათება მოეწყობა.

   დღესვე ვალერი ფოცხვერია მელაურის თემის მოსახლეობასაც შეხვდა. 12 000 ლარით ადგილობრივებმა სოფლის ამბულატორიის მოწესრიგება გადაწყვიტეს. ასევე გაკეთდება მოსაცდელი.

   არსებული მემორიალის რეაბილიტაცია მოხდება ეწერის თემში შემავალ სოფელ გვიმრალაში.

   ,,ჩვენ ეტაპობრივად, ყველა სოფელში მივალთ და ხალხის ნების გათვალისწინებით, მოვაგვარებთ არსებულ პრობლემებს. ჩვენ მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ არ გვახსოვს. ჩვენი მთავარი ფუნქციაა, თითოეულ სამტრედიელს მოვემსახუროთ ღირსეულად, „ განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ. სოფლის საერთო კრებებს მასთან ერთად ესწრებოდნენ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 672