განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან
RDRC.GE
საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან
კატეგორია:  სიახლე

     დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

   დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პრინციპებიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილზე, მუნიციპალიტეტები წყვეტენ. განათლების სამინისტრომ სამტრედიის საჯარო სკოლებისთვის 430 ათ. ლარი გამოყო, რომელიც შენობებში სველი წერტილების და სახურავების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს. აღნიშნული პრიორიტეტები, საჭიროებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.

   მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ამ თემაზე იმსჯელა. ,,ჩვენი სურვილია, რომ თანხები გადანაწილდეს სამართლიანად და საჭიროებისამებრ. გვპირდებიან, რომ სამომავლოდ ამ თანხას გააორმაგებენ, რითაც უფრო მეტი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ,“ განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

   უახლოეს დღეებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევა მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი, წარმომადგენლები საკრებულოდან, სკოლებიდან, რესურსცენტრიდან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან.

   შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო სკოლაა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 637