განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2019 წლის სასკოლო ინტელექტუალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
RDRC.GE
2019 წლის სასკოლო ინტელექტუალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

    სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, 2019 წლის სასკოლო ინტელექტუალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.

   დღეს, მეორე საჯარო სკოლაში 12 სკოლის 15 გუნდი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ლიგაში სკოლის ერთ ან ორ გუნდს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

  ინტელექტუალური თამაშები ოთხ ტურადაა დაყოფილი და ბოლო, მეოთხე ტური 20-21 აპრილს გაიმართება. თითოეულ ტურში დაისმება 36 შეკითხვა და ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესში არცერთი გუნდი თამაშს არ გამოეთიშება. ტურნირი შემდეგი გრაფიკით გაიმართება:

➢ I ტური - 17 თებერვალი

➢ II ტური - 10 მარტი

➢ III ტური - 31 მარტი

➢ IV ტური - 20-21 აპრილი

   ინტელექტუალური თამაშების გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე დაესწრნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 745