განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასასრულ ფაზაშია
RDRC.GE
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასასრულ ფაზაშია
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასასრულ ფაზაშია. მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ადმინისტრაციულ ერთეულებში, წარმომადგენლებთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქტიურადაა ჩართული პრიორიტეტების შერჩევაში.

   მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა დღეს ტოლების და გორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

   სოფ.ტოლები :

✔️ცენტრალური გზის და ე.წ. ნამოყვარის ასახვევის კუთხეში

✔️სკვერის მოწყობა.

✔️საბავშვო ბაღის ეზოს შემორაგვა.

   სოფ.ქორეისუბანი:

✔️გარე განათების მოწყობა.

✔️სოფლის ცენტრში არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია.

   სოფ.ვაზისუბანი:

✔️სოფლის ცენტრში ბეტონის საფარის დაგება.

   სოფ.ბუღნარა:

✔️სოფლის ცენტრალური გზის მოხრეშვა.

✔️სანიაღვრე არხის მოწყობა.

   სოფ.ზემო ტოლები:

✔️გარე განათების მოწყობა. ✔️სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

   სოფ.ზემო ნოღა:

✔️ამბულატორიის რეაბილიტაცია.

✔️გარე განათების მოწყობა.

   სოფ.ქვემ ნოღა:

✔️გარე განათების მოწყობა.

   სოფ.გორმაღალი:

✔️გარე განათების მოწყობა.

   მოსახლეობასთან გამართულ კრებებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ტოლების ადმინიტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ალეკო ბოცვაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ილია მჟავია, გორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ხათუნა ლებანიძე და საკრებულოს წევრი გრიგოლ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ.

   საერთო კრებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 თებერვალს დასრულდება.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტს სოფლის პროექტებისთვის საერთო ჯამში 660 000 ლარი გამოეყო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 692