განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აფეთქება და ნგრევა სოფელ ტოლებში.
RDRC.GE
აფეთქება და ნგრევა სოფელ ტოლებში.
კატეგორია:  სიახლე

   ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს სოფელ ტოლებში მცხოვრები, 68 წლის ნუკრი მეფარიშვილის საცხოვრებელი სრულიად განადგურდა. შემთხვევა ნაშუადღევს, 16:30 წუთზე მოხდა. სახლში მხოლოდ ოჯახის უფროსი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

   ადგილობრივების განცხადებით ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა.

   შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის" სამტრედიის წარმომადგენლობა.

   შემთხვევის ადგილზე მივიდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მოადგილე დავით ბახტაძე. მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმალური დახმარება გაეწევა დაზარალებულის ოჯახს.

   ვალერი ფოცხვერიამ დაზარალებული ნუკრი მეფარიშვილი საავადმყოფოშიც მოინახულა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 683