განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკონსულტაციო შეხვედრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
RDRC.GE
საკონსულტაციო შეხვედრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო. მან ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – ჯიქთუბანში, ოჭოფასა და პატარა ეწერში მოსახლეობასთან ერთად, ის საჭიროებები განიხილა, რომელიც აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს.

   ეწერის თემისთვის გამოყოფილი თანხით სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი მოგვარდება.

   კეჭინარი: სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ე.წ. ,,ვაღურიას“ სტადიონზე სატრენაჟორო მოწყობილობების განთავსება. არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია. ოჭოფა – გზის დამცავი ჯებირების მოწყობა.

   ჯიქთუბანი: წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია. მრავალწლიანი ექსპლუატაციის შედეგად მწყობრიდან გამოსული ბოგირ ების რეაბილიტაცია..

   პატარა ეწერი: გადმოსახვევიდან სასაფლაოს ჭიშკრამდე ასფალტო–ბეტონის საფარის მოწყობა.

   სოფელში არსებული მემორიალის შემორაგვა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, რევაზ ივანიაძე და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ უღრელიძე. შეგახსენებთ, მასიური შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, პროექტის ფარგლებში, 5 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 677