განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი
RDRC.GE
რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი დასრულდა.

   ჭადრაკის ჩემპიონატში ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ.

   ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელი სიმონ ხაჟალია გახდა, მეორე ადგილი მერაბ არჩვაძემ, მესამე ადგილი კი საბა არაბიძემ დაიკავა.

   მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ძიძიგურმა ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს და პირადად დააჯილდოვეს.

   ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ რეზო შანიძის ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, აღნიშნული ტურნირი სამტრედიის სინამდვილეში ერთ-ერთი კარგი წამოწყებაა.

   დღეს ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს თასი და სიგელი სწორედ რეზო შანიძის ვაჟმა, თამაზ შანიძემ და შვილიშვილმა, სანდრო შანიძემ გადასცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 636