განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაზაფხულის შემობრძანება სამტრედიელ ქალბატონებს მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის ჩვენ ქალაქში სტუმრობამ კიდევ უფრო გაულამაზა.
RDRC.GE
გაზაფხულის შემობრძანება სამტრედიელ ქალბატონებს მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის ჩვენ ქალაქში სტუმრობამ კიდევ უფრო გაულამაზა.
კატეგორია:  სიახლე

   გაზაფხულის შემობრძანება სამტრედიელ ქალბატონებს მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის ჩვენ ქალაქში სტუმრობამ კიდევ უფრო გაულამაზა. დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილმა, ემოციებითა და უკეთილშობილესი სურვილებით დატვირთულმა საღამომ, ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში სრული ანშლაგით ჩაიარა.

   მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ეს უკვე მერამდენე საჩუქარია სამტრედიელი მსმენელისთვის. სიცოცხლეშივე ქართულ ლეგენდად ქცეულ მურმან ჯინორიას, თავისი უძლიერესი კომპოზიციებით, დღეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა სამტრედიელმა საზოგადოებამ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული. საღამო ლაშა ღლონტმა გახსნა, რომლის ჰიტად ქცეული სიმღერები აპლოდისმენტების ფონზე ჟღერდა.

   დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, 26 სამტრედიელ ქალბატონს ქალთა დღეები მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 661