განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2019 წლის 18 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მორიგი, რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა
RDRC.GE
2019 წლის 18 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მორიგი, რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   2019 წლის 18 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მორიგი, რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა,, და ბაგა–ბაღების გაერთიანების ხარჯების დამტკიცების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ ვრცლად ისაუბრა ქალაქ სამტრედიაში რუსთაველის N 95 ში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა–ნაგებობების და ქალაქ სამტრედიაში, თამარ მეფის ქ N52 ში არსებული მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა–ნაგებობების საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიასთვის“ თხოვების ფორმით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ და ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ. აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს წევრებმა თანხმობა გამოუცხადეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 573