განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
RDRC.GE
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებთან ერთად, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაო დაათვალიერა.

   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის კორტის მოწყობა მიმდინარეობს ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ სტადიონზე, რომელიც სრულიად გავერანებული იყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტზე სამუშაოებს კომპანია ,,ჯორჯიან კომპანი" ასრულებს.

   მუნიციპალიტეტის მერმა დღეს რუსთაველის ქუჩის 27 ნომერ ბინაში მიმდინარე გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა. კორპუსში, სადაც გაავდრებისას ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ამიერიდან ეს პრობლემა მოეხსნებათ. როგორც მედიასთან საუბარში კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ, ეთერ გულუამ განაცხადა, ,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენი განცხადების საფუძველზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. მადლობა უშუალოდ ქალაქის მერს, ბატონ ვალერის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოგვარდა." აღნიშნული კორპუსის პარალელურად გადახურვა უკეთდება რუსთაველის N38 კორპუსსაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გუდა 1979" ასრულებს.

   ვალერი ფოცხვერიამ დღესვე ქალაქის N11 ბაგა-ბაღიც დაათვალიერა, სადაც უახლოეს დღეებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აქ მოწესრიგდება საძინებლები და ჯგუფები, იატაკი შეიცვლება და დაიგება ლამინატი, რიგ ოთახებში ჩაისმება ახალი კარ-ფანჯარა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. ↪️,,ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის მომართვიანობა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. ყველა პროექტი გათვლილია აუცილებელ საჭიროებებზე. რაც შეეხება ბაღებს, საწყის ეტაპზე მოვაწესრიგეთ სველი წერტილები. იწყება მეორე ეტაპი და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ყველა ბაღმა დააკმაყოფილოს თანამედროვე მოთხოვნები," განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 600