განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რამოდენიმე პუნქტის შესახებ
RDRC.GE
ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რამოდენიმე პუნქტის შესახებ
კატეგორია:  სიახლე

   დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთში მარიკა ვაჭარაძე იანეთის მოსახლეობას შეხვდა და ვრცლად ისაუბრა ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რამოდენიმე პუნქტის შესახებ. შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია ესწრებოდა.

   შეხვედრაზე განათლების სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება რამოდენიმე პროფესიული სასწავლებლის გასხნა და მისი შემდგომი განვითარება.

   აქტუალობას ინარჩუნებს საკითხი ნარჩენების მართვის სპეციფიკასა და მის მიზანმიმართულად განადგურების გზებზე. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე დაყრდნობით,2023 წლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, იარსებებს სხვადასხვა ტიპის ნარჩენების ბუნკერი.

   მარიკა ვაჭარაძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო რეჟიმით მიმოსვლაზე. მან საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის ზონაში მიმოსვლის წესები და ის რისკები, რაც დაკავშირებულია ამ წესების დარღვევასთან. ასევე საუბარი შეეხო შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების არასწორი გზით გამოყენებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 667