განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ეკონომიკის , სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ნოე ივანიაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონის მონიტორინგის უფროსმა შავლეგ ნონიავამ ვრცლად ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხებსა და მავნებლის სწრაფად განადგურების გზების შესახებ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მაისის დასაწყისიდან დაიწყება და შეწამვლითი გზის გარდა დაიდგმება ფერომონები (წებოვანი ხაფანგები) , რომლის საშუალებითაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდია. შავლეგ ნონიავამ მოსახლეობას მავნებლის განადგურების წინააღმდეგ ჩართულობისაკენ მოუწოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 599