განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა
RDRC.GE
დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. სამტრედიაში ეს თარიღი აკადემიური და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

   ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ეროვნული მოძრაობის და საზოგადოების წარმომადგენლები, ვრცლად ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პროცესებზე და სახელმწიფოებრიობის აღდგენაში ზვიად გამსახურდიას წვლილზე.

   შეხვედრაზე ეროვნული მოძრაობის მნიშვნელობასა და როლზე გაამახვილა ყურადღება წმ. დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელმა ჯონი ნადირაძემ.

   აღსანიშნავი ფაქტია, როცა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, უზენაეს საბჭოში 4 სამტრედიელი თეიმურაზ ქორიძე, ამირან კალაძე, ზვიად ძიძიგური და ზურაბ სანიკიძე შედიოდნენ. მათ ამ ისტორიულ აქტს ხელი მოაწერეს.

   ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ ალღოზე, მის სწორად მოქმედებასა და ეროვნულობაზე გაამახვილა ყურადღება ზურაბ სანიკიძემ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, რომელიც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ჩატარებულ რეფერენდუმს უკავშირდება.

   ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან ერთად ღონისძიებაზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ ეროვნულობაზე, ასევე გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით დამოუკიდებლობის აღდგენაში. მაშინდელი პროცესები გაიხსენა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა.

   ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა ფასდაუდებლად შეაფასა მუნიციპალიტერის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

   ღონისძიება ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცეტრში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა. მოხსენებების პარალელურად საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მონიტორზე თვალი ედევნებინა პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 576