განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებმა კომისიურად შეისწავლეს და დღეს დაამტკიცეს.

   პირველი საკითხი ,, კომუნალური გაერთიანების" ხარჯების დამტკიცებას შეეხო. დეპუტატები მუნიციპალიტეტისა და სოფლების მასშტაბით გარე განათებითა და მასზე გაწეული ხარჯებით დაინტერესდნენ.

   შიდა მუხლობრივი ცვლილებები შეიტანეს დ. შანიძის სახელოვნებო და კულაშის სამუსიკო სკოლების პროგრამებში, ასევე მოხდა ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის განკარგულებაში ცვლილების შეტანა.

   საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა საკანონმდებლო ორგანოს თებერვლის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი წარუდგინა.

   განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბადრი შენგელიამ დეპუტატებს პოლიციის შენობის მიმდებარედ, დედის ძეგლის წინ არსებული სკვერიათვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულება გააცნო. საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

   დღევანდელ საკრებულოზე ინფრასტრუქრურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ სოფელ ნაბაკევში, დაფნარში, ტოლებსა და იანეთში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის დაწყება დააანონსა.

   დღესვე საკრებულოს წევრებმა ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონისა და სათადარიგო მოედნის რეაბილიტაციის საკითხს უყარეს კენჭი. ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონს ახალი საფარი გადასცა და ძველი საფარის გამოყენება სათადარიგო სტადიონისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 570