განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქველმოქმედო საღამო ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმში
RDRC.GE
საქველმოქმედო საღამო ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმში
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში, საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ. საქველმოქმედო კონცერტი ეძღვნებოდა ფილმის დაფინანსებაში წვლილის შეტანას. "ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების" , ფილმს იღებს კინო კორპორაცია, რომელიც დაფუძნებულია კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მიერ.

საქველმოქმედო ღონისძიების გამართვის იდეა ეკუთნის და ღონისძიების ინიციატორია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული შოუ- ბალეტ ,,ფანტაზიას“ ხელმძღვანელი ქრისტინა ზაქრაძე . 

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ანსამბლები. 

როგორც ფილმის გადამღების ჯგუფის წარმოამდგენლებმა აღნიშნეს ,ფილმის გადაღების დაფინანსება მსაგვასი შემოწირულობით და აქტივობებით ხდება.

ფილმის გადამღები ჯგუფი ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმით აღფრთოვანდნენ და ფილმის გარკვეული სცენების მუზეუმის ეზოში გადაღება დაანონსეს.

  • კომენტარი: 4
  • ნახვა: 1330