განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიას ანჩისხატის ტაძრის გუნდი ესტუმრა
RDRC.GE
სამტრედიას ანჩისხატის ტაძრის გუნდი ესტუმრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ამიერიდან ყოველი წლის 12 მაისს აღინიშნება, სამტრედიას ანჩისხატის ტაძრის გუნდი ესტუმრა, რომელმაც ფოლკლორული კონცერტი გამართა.

   გუნდი მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი შემადგენლობით წარსდგა და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ქართული ფოლკლორი ჩვენი ერის სიმდიდრე და საგანძურია.

   ,,ანჩისხატმა" დღევანდელ რეპერტუარში ქართულ პოლიფონიურ საგალობლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სიმღერებსაც მოუყარა თავი, რომელთაგან მრავლად იყო გამოჩენილი და უნივერსალური სამტრედიელი ლოტბარის, ბენია მიქაძის მიერ შესწავლილი ნიმუშები.

   ,,ანჩისხატის" გუნდი სამტრედიელი მსმენელისთვის იმითაცაა განსაკუთრებული, რომ იგი ჩამოაყალიბა და 20 წელი გუნდის ხელმძღვანელი იყო სამტრედიელი მალხაზ ერქვანიძე.

   ფოლკლორულ კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,,სამტრედია განებივრებულია კარგი შემსრულებლებით. დღეს კი ,,ანჩისხატის" გუნდმა განსაკუთრებული საღამო შემოგვთავაზა. მადლობა მათ იმ ემოციისთვის, რაც დარბაზში სუფევდა," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   ანჩისხატის გუნდთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგა სამტრედიის სალოტბარო სკოლის გუნდი, რომლის ხელმძღვანელმა ბესარიონ მახათაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს და კულტურის სამსახურს მხარდაჭერისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 662