განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მდინარე რიონზე დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება
RDRC.GE
მდინარე რიონზე დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რიონის აღკვეთილის დაცული ტერიტორიების შექმნას. მისი მთავარი დანიშნულებაა ზუთხისებრთა კონსერვაცია, ანუ დაცვა ამ რეგიონში.

   საინფორმაციო შეხვედრა, ამ თემაზე დღეს, დაინტერესებულ პირებთან, სამტრედიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის ერთობლივი ინიციატივით შედგა.

   პრეზენტაციაზე, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორმა, მაკა ბიწაძემ წარმოადგინა, ყურადღება გამახვილდა ზუთხისებრთა ოჯახის იმ 6 სახეობაზე, რომელიც წითელ ნუსხაშია შეყვანილი. საუბარი შეეხებოდა იმ უნბებს და მონაკვეთებს, რასაც აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს. ‼️დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მდინარე რიონი არის გლობალური მნიშვნელობის, არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ბუნებრივი ლაბორატორია ზუთხისებრთა ოჯახისთვის, სადაც მისი გადარჩენა და გამრავლებაა შესაძლებელი, ამიტომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა გაატაროს კონსერვაციული ღონისძიებები ამ მიმართულებით.

   შეხვედრას ესწრებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე, გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

   შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია. მისი განმარტებით, ,,შავი ზღვის აკვატორიაში მდ. რიონს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ ქვირითობს და მრავლდება ზუთხი, რომელიც დინოზავრების ეპოქის თევზია და ჩვენამდე მოაღწია. ამიტომ ჩვენი და საზოგადოების მიზანია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, გადავარჩინოთ ეს უნიკალური სახეობა."

   დღევანდელი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დაისვა კითხვები და მოხდა მოსაზრებების გაცვლა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 570