განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მხიარული, საინტერესო და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღე მე–10 ბაგა–ბაღში დილიდან დაიწყო
RDRC.GE
მხიარული, საინტერესო და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღე მე–10 ბაგა–ბაღში დილიდან დაიწყო
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   მხიარული, საინტერესო და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღე მე–10 ბაგა–ბაღში დილიდან დაიწყო. ბუშტებითა და დეკორაციებით მორთული ეზო კიდევ უფრო გაალამაზეს თვალხატულა გოგო–ბიჭებმა.

   ბაღის მმართველის, ქეთევან შაშიაშვილისა და მეთოდისტის, მანანა გოდუაძის იდეა, პატარებისთვის ჯანსაღი და მხიარული დღე ეჩუქებინათ, ,,მიკი და მინი მაუსელებმა" შესანიშნავად აიტაცეს და მხიარულ წამყვანთან ერთად, ანიმატორებმა უჩვეულო გარემო შექმნეს.

    ,,ჭიამაიებმა" და ,,ცისარტყელამ" ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულეს და სპორტული აქტივობები ოსტატურად შეასრულეს.

  დღევანდელ ღონისძიებაში მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ,,გალფელები." ისინი მე–10 ბაგა–ბაღთან უკვე წლებია მეგობრობენ და სიურპრიზებითაც ანებივრებენ მათ. პატარები მათ არც დღეს დავიწყებიათ და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 643