განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინტერესო კონფერენცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
RDRC.GE
საინტერესო კონფერენცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   დღეს, სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელისა და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ქომაგის, ჯონი ნადირაძის ინიციატივითა და მოსწავლეთა პარლამენტის ჩართულობით საინტერესო კონფერენცია გაიმართა.

   თემის ირგვლივ, ,,სამტრედიელები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში" იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთებზე გაკეთდა აქცენტები, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.

   მოსწავლეებმა აუდიტორიის ყურადღება იმ პიროვნებების ღვაწლსა და ბიოგრაფიაზე გაამახვილეს, რომლებიც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგნენ, ქვეყნისთვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ეს სიცოცხლის ფასადაც უჯდებოდათ.

   კონფერენციაზე ყველა ის გამოჩენილი სამტრედიელი გაიხსენეს, რომლებიც ეროვნულ საბჭოში და საკვანძო თანამდებობებზე მუშაობდნენ და ქვეყნის შენების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ.

   საუბარი შეეხო 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელსაც 4 სამტრედიელი - თეიმურაზ ქორიძე, ამირან კალაძე, ზვიად ძიძიგური და ზურაბ სანიკიძე აწერენ ხელს. მოსწავლეებმა თითოეული მათგანის დამსახურებას გაუსვეს ხაზი.

   დარბაზში იმყოფებოდა ზურაბ სანიკიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

   კონფერენციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მოადგილე კობა ძიძიგური, ადგილობრივი ხელისუფლების, ინტელიგენციის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

   დარბაზში ისხდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 646