განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავია !
RDRC.GE
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავია !
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვნად გამოეხმაურა დღევანდელ მნიშვნელოვან თარიღს. სამტრედიაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მოადგილე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

   მუნიციპალიტეტის მერმა მთელ საქართველოს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავი.

   მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელმაც საზოგადოების საკმაოდ დიდი მოწონება გამოიწვია.

   ფოტო კონკურსის ,,სამტრედია , ქალაქი და ადამიანები,, Facebook გამარჯვებული ლუკა კიკაჩეიშვილი გახდა. ‼️ლუკა ტუღუშმა და თედო კრავეიშვილმა საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კენჭისყრის შედეგად გამარჯვება გაიყვეს. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ. ჟიურის რჩეული კი ნათია კაცაძის მიერ გადაღებული ფოტო გახდა.

   მომავლის პარკში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული შეჯიბრი მოეწყო . პირველ სამ ადგილზე გასული მოჭიდავე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა. პირველ ადგილზე გასულმა ფალავანმა კი ფულადი ჯილდოს გარდა საჩუქრად ჭედილა მიიღო.

   ტრადიციულად გამოეხმაურა დღევანდელ დღეს ილორისა ბაშის თემი. ჩამოთვლილ სოფლებში ტრადიციული დოღი მოეწყო , რომელიც საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

   ღონისძიებას კი ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში ტრადიციული კონცერტი დაასრულებს, რომელიც 19:00 გაიმართება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 612