განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს, მე-12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ,, დედაენა" გააცილეს
RDRC.GE
დღეს, მე-12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ,, დედაენა" გააცილეს
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   დღეს, მე-12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ,, დედაენა" გააცილეს. დაემშვიდობნენ წიგნს, რომელმაც იმ დიდი სამყაროს გასაღები აპოვნინა პატარებს, რომლის დასაბამს საზღვარი არ აქვს...

   პედაგოგ მედეა გეგეშიძის მოსწავლეები სიტყვაკაზმული ქართულით იწონებდნენ თავს და ერთმანეთს ლექსებსა და გოგებაშვილისეულ სიბრძნეში ენაცვლებოდნენ.

   მუქთამჭამელა, კეთილი მარო, ცრუ ბიჭი, ზარმაცი გიგო და სხვა გმირები ისე ოსტატურად მოირგეს პატარებმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ზეცით მოვლენილი მადლი - ჩვენი ენა ქართული, ღვთივ საამო და სამადლობელია.

   ღონისძიებას მუსიკის პედაგოგის, ლელა გოლიაძის და ქორეოგრაფ გაგუ თევზაძის მიერ დადგმული ნომრები საზეიმო ელფერს სძენდა.

   პატარებს ანბანეთში მოგზაურობისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა და გზა დაულოცა მათ დიდი წარმატებებისკენ.

   დასასრულს, მედეა გეგეშიძემ მოსწავლეებს სამახსოვრო ალბომები დაურიგა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 696