განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 39 წელი სამტრედიის კიოკუშინკაი კარატეს კლუბის დაარსებიდან
RDRC.GE
39 წელი სამტრედიის კიოკუშინკაი კარატეს კლუბის დაარსებიდან
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   სამტრედიის კიოკუშინკაი კარატეს კლუბის დაარსებიდან 39 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს კლუბში ღია კარის დღე მოეწყო.

   შეხვედრაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ მსოფლიოს, ევროპის, საერთაშორისო, კავკასიის და ეროვნულ ჩემპიონატზე მოპოვებული თასები, მედლები და სიგელები.

   იუბილესთან დაკავშირებით, კლუბში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ კიოკუშინკაი კარატეს კლუბის ძველი და ახალი თაობის სპორტსმენები. ადამიანები, რომლებმაც სამტრედიის დროშა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ქალაქებში გამართულ ჩემპიონატებზე ღირსეულად ააფრიალეს.

   კიოკუშინკაი კარატეს კლუბი სამტრედიაში არაერთი ტიტულის მფლობელმა მიხეილ ქანთარიამ 1980 წელს დააარსა. იგი ასევე ,,საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების კავშირის ეროვნული ფედერაციის" პრეზიდენტია და დღესაც ერთგულად და სიყვარულით აგრძელებს ჩვენ ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარუზაციას.

   შეხვედრას კომპლექსური სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ივანე კილტავა, რომელმაც მიხეილ ქანთარიასა და სპორტსმენების წარმატებას გაუსვა ხაზი და წარმატებები უსურვა მათ.

   დღევანდელი ღია კარის სტუმრები იყვნენ საზოგადოება ,,სამტრედიელის" წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და სპორტის ამ სახეობის ქომაგები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 724