განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ღია საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ,,კავკასიის თასი"
RDRC.GE
ღია საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ,,კავკასიის თასი"
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში. ,,კავკასიის თასი ბათუმი 2019"

   2019 წლის 28–29–30 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ღია საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ,,კავკასიის თასი," სადაც მონაწილეობდნენ საბერძნეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინისა და საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრები, მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის (დირექტორი ივანე კილტავა, მწვრთნელ–მასწავლებელი, სენსეი მიხეილ ქანთარია) წარმომადგენლები – მარიამ გოგიტაური, მანანა მუქერია და მწვრთნელ–მასწავლებელი სენსეი მიხეილ ქანთარია.

   ჩემპიონატი ჩატარდა გუნდური, ასევე პირადი.

   კარგად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც დაიკავა გუნდური პირველი ადგილი, გახდა კავკასიის ჩემპიონი და გადაეცა ,,კავკასიის თასი".

   პირად პირველობაში წარმატებით იასპარეზა ქალთა შორის სამტრედიელმა მარიამ გოგიტაურმა, (რომელიც ყველა მოწინააღმდეგეზე 11 კგ–ით ნაკლები იყო) რომელმაც დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი, რომელსაც გადაეცა თასი, მედალი და დიპლომი.

   მარიამ გოგიტაურმა კარგი ორთაბრძოლების ჩატარებისთვის მადლობა დაიმსახურა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ბატონი ირაკლი დოლაბერიძისგან.

   სამომავლოდ სრული დაფინანსების შემთხვევაში სამტრედიელი კარატისტები 2020–ში მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის, ესპანეთის, ბელგიისა და უნგრეთის მსოფლიო, ევროპისა და საერთაშორისო ჩემპიონატებში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 613