განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქვემო იმერეთის ზონის ჩემპიონატი
RDRC.GE
ქვემო იმერეთის ზონის ჩემპიონატი
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს დიდი ჯიხაიშის საფეხბურთო სტადიონმა ,,მასტერ ლიგის" ფარგლებში, ქვემო იმერეთის ზონის ჩემპიონატს უმასპინძლა.

   სოციალურმა პროექტმა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 260 გუნდი გააერთიანა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა.

   დღეს ჯიხაიშში ქვემო იმერეთის 5 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. სამტრედიის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანისა და ხონის ჯგუფურ ეტაპში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.

   ტურნირს თვალს ადევნებდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე და მერის წარმომადგენელი ქალაქ სამტრედიაში, თენგო ცაგურია.

   ტურნირის მიზანია რეგიონებში ფეხბურთის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

   პროექტი 7 მაისს დაიწყო და ფინალური მატჩი, რომელიც ნოემბერში გაიმართება, საქართველოს ჩემპიონს გამოავლენს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 560