განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
RDRC.GE
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს, სამტრედიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სტარტი აიღო მინი ფეხბურთის სატურნირო მატჩებმა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 16 სკოლა მონაწილეობს. კენჭისყრის შედეგად შეჯგუფდნენ გუნდები, რომლებიც მომდევნო სამი დღის განმავლობაში ერთმანეთს შეხვდებიან.

   გუნდებს შორის გამარჯვებული ზონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რასაც ფინალური ეტაპი მოჰყვება.

   მინი ფეხბურთის ტურნირის გახსნას დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია მოადგილე, დავით ბახტაძესთან ერთად დაესწრო.

   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და სამტრედიის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 663