განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
RDRC.GE
საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   2019 წლის 9–10 ნოემბერს ქ.თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში , სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების წარმომადგენლები, მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის (დირექტორი ივანე კილტავა და მწვრთნელ–მასწავლებელი, სენსეი მიხეილ ქანთარია) კარატეს ჯგუფის წევრები: მარიამ გოგიტაური და ახალბედა მარიამ გოგიტიძე.

   მარიამ გოგიტაურმა მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მარიამმა ორთაბრძოლის დროს მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა მან შეძლო ორ ორთაბრძოლაში წარმატების მიღწევა. ამის შემდეგ კი ვეღარ შეძლო ტურნირის გაგრძელება და ჩემპიონატს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

   შემდგომი შეხვედრები 2020 წელში მსოფლიო,ევროპის, ამერიკის თასისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში იგეგმება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 535