განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აჭარის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
RDRC.GE
აჭარის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   2020 წლის 17-18 იანვარს, ქ. ბათუმში ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში მოზარდებსა და დიდებს შორის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის (დირექტორი ივანე კილტავა; მწვრთნელი, სენსეი მიხეილ ქანთარია) კარატეს ჯგუფის წევრები, სულ 200-მდე მონაწილე.

   წარმატებით იასპარეზეს სამტრედიის გუნდის წევრებმა ვაჟებს შორის, 10 წლის თენგიზ ჯაბნიაშვილმა და გიორგი ქანთარიამ, რომლებმაც მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

   გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა 10 წლის მარიამ ნანეიშვილმა, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

   ,,დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მარიამ ნანეიშვილი გახდება მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული კარატისტი და სამტრედიელი კარატისტი გოგოების თამარ ბიბილეიშვილის, მარიამ გოგიტაურის და მანანა მუქერიას გვერდით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს," აღნიშნა მწვრთნელმა, მიხეილ ქანთარიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 650