განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში,
RDRC.GE
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში,
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   2020 14–15 თებერვალს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც მონაწილეობდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტ–სკოლის კატარეს ჯგუფის წევრები (დირექტორი ივანე კილტავა, მწვრთნელი სენსეი მიხეილ ქანთარია).

   სამტრედიელთაგან წარმატებით იასპარეზა ახალბედა, 10 წლის მარიამ ნანეიშვილმა, რომელმაც დაიკავა მე–3 საპრიზო ადგილი.

   სამომავლოდ, მაისში, კარატეს ჯგუფის წევრები–მარიამ ნანეიშვილი, ლუკა ხარაული და ნიკა ნიკურაძე მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ესპანეთში, ბარსელონას ოლქის, ქალაქ სანტა სუზანნაში ტარდება. ასევე ისინი მიმდინარე წლის ივლისში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

   წარმატებებს ვუსურვებთ ახალბედა სამტრედიელ კარატისტებს და მათ მწვრთნელს შემდგომ ასპარეზობებში.

https://samtredia.com.ge/news/558--.html

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 522