სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა , რომელსაც ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარეს .
პირველი მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა არზუმანიანიგახლდათ , რომელმაც მოხსენება სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა ააიპ ორგანიზაციების ხარჯების დამტკიცებაზე გააკეთა.
მეორე მომხსენებელი შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლეჟავა გახლდათ , რომელმაც თავისი მოხსენება 2020 წლის მიზნობრივ სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ გააკეთა .
ბოლო მომხსენებელი კი ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძე გახლდათ , რომელმაც თავისი მოხსენება 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუთმო.