განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში იმერეთის მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს
RDRC.GE
სამტრედიაში იმერეთის მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს
კატეგორია:  სიახლე

დღეს სმატრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც იმერეთის მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკითხები განიხილეს . სხდომას რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. სხდომის დაწყებამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას ინიციატივით, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, სამტრედიის გამგებლის მოადგილემ დავით ბახტაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, მათ შორის რუსთაველის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების ფასადების და აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება 404 625 ლარს შეადგენს. იმერეთის გუბერნატორი ასევე სოფელ ღანირსაც სტუმრობდა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. პროექტი რომლის ღირებულება 153 ათას ლარს შეადგენს, ითვალისწინებს არსებული ნაგებობის მთლიანად შეკეთებას და თანამედროვე სტანდარტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. სავარაუდოდ საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას თქმით, პროექტების დიდი ნაწილი მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხორციელდება. ,,ყველა ის პროექტი რომელიც სამტრედიაში აქტიურად ხორციელდება, მთლიანად მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ვიმყოფებით სოფელ ღანირში, სადაც საბავშვო ბაღი კეთდება. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა დაფინასებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორციელდება სხვა ინფრასტრუტურული პროექტებიც, რომელშიც მონაწილეობას რეგიონალური განვითარების ფონდიც იღებს“-განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ. ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისშივე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირების ხსოვნას. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სხდომაზევე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში ივერიკო ჯულაყიძე და მწვრთნელი ვეფხია სტურუა სამახსოვრი პრიზებით დაასაჩუქრეს და მათ მომავალ საქმიანოაბაში წარმატებები უსურვეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1554