განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს შორის იყო მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილების შეტანა, რაც კოვიდ-პანდემიის დროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების შეჩერებამ გამოიწვია. გამოთავისუფლებული თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდა. საკითხი დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა წარუდგინა.

   დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სკვერია რეაბილიტაციის პროექტიც მოიწონა. საკითხი ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ წარმოადგინა.

   იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ, სხდომაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების ხედვისა და საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განხილვა შესთავაზა დეპუტატებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 436