განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა
RDRC.GE
მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

   ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს სამტრედიის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

   გარბენში კონაწილეობა მიიღეს კომპლექსური სპორტული სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

   ოლიმპიურ გარბენს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომლემაც სპორტული აქტივობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ,,პანდემიის პირობებში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე სიმბოლურად აღვნიშნეთ. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტული ტრადიციებით და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის," აღნიშნა მერმა.

   განსაკუთებული მადლობა გადაუხადა მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ ოლიმპიური კომიტეტს და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს რეზო რობაქიძეს. ,,დღევანდელი ოლიმპიური გარბენით სამტრედიაში ნელ- ნელა სტარტს იღებს მასშტაბური სპორტული ღონისძიებები, ამიტომ ვულოცავ ყველას, ვინც ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს."

   დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე და სპორტსკოლის დირექტორი, ივანე კილტავა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 634