განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 427 000 ლარიანი გრანტი
RDRC.GE
427 000 ლარიანი გრანტი
კატეგორია:  სიახლე

   427 000 ლარიანი გრანტი სამტრედიისთვის ევროკავშირმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყო.

   ინფორმაცია სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე უძღვებოდა.

   სხდომაზე ევროკავშირის პროექტის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის გრანტის გამარჯვებულები დასახელდნენ.

   სხდომას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური.

   ,,მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის შედგენაში მონაწილე პირებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს: ალექსანდრე ნაცვლიშვილს, ლაშა ორმოცაძეს, დავით შენგელიას და გოჩა არველაძეს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელ- გასართობი სკვერი მოეწყობა," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 464