განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს მორიგი სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს მორიგი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილ 29 საკითხს დეპუტატები 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იხილავდნენ. საკითხები განსახილველად დეპუტატებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა წარუდგინა.

   კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე ააიპებში სამედიცინო-სადერატიზაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით სხვადასხვა მუხლებიდან გამოთავისუფლებული თანხების მობილიზება მოხდა. თითოეულ მათგანს მიეცა რეკომენდაცია დაიცვან არსებული რეკომენდაციები.

   ცვლილება შევიდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებში. რამდენიმე სოფლის მაგალითზე მოხდა თანხის გადაადგილება შესაბამისი სამუშაოს შესრულების მიზნით.

   ქალაქისა და სოფლის რამდენიმე ლოკაციაზე სასოფლო და არასასოფლო დანიშნულებიოს მიწის ნაკვეთებზე გაიცა იჯარა, ნაწილი კი განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტად. აღნიშნული თემები საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ ურრელიძემ წარმოადგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 480