განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაერთიანებული შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
RDRC.GE
გაერთიანებული შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კომისიის თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   შეხვედრაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა სპეციალური რეგლამენტის დაცვით შედგა.

   საკრებულოს ხუთივე კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში თავიანთი კომისიების მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით წარმოადგინა, რომლებიც გამყარებული იყო სტატისტიკური და ტექნიკური მაჩვენებლებით. თითოეულმა მათგანმა დეტალურად განიხილა ჩატარებული სხდომების შინაარსი და მათი შედეგი.

   საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა მოქნილ მუშაობას ხელს უწყობს ელექტრონული ბაზა, სადაც თავმოყრილია ყველა დოკუმენტი, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ გვერდზე იყრის თავს.

   ,,დარწმუნებული ვარ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს აზრთა გაზიარებას, რომელიც იმ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება, რაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შესაძლოა ჰქონდეს. მადლობას ვუხდი სხდომის მონაწილეებს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის," აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ.

   შეგახსენებთ, საკრებულო და საჯარო მოხელეთა აპარატი პანდემიის პირობებში დისტანციურად წარმართავდა საქმიანობას. ამჯერად ისინი მუშაობის ჩვეულ რიტმში არიან, თუმცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლა აქამდე არ შეუწყვიტავთ. მათი ქველმოქმედება პანდემიისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 473