განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
RDRC.GE
სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ გოგიასთან ერთად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და სამუშაოების პროცესს პირადად გაეცნო.

   სოფელ დაფნარში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების სისტემას . დაემატა 42 ერთეული გარე განათების ნათურა და თითქმის მთლიანი სოფლის ტერიტორიაზე გარე განათების პრობლემა მოგვარდა.

   ასევე სოფელ დაფნარში ე.წ. “ჯაშების უბანში” აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ბეტონის გზის საფარის დაგება. როგორც მერმა აღნიშნა გზის დაგების სამუშაოები გეგმა -გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და სავარაუდოდ 1 თვეში პროექტი დასრულდება . შემდეგი ლოკაცია კი სოფელ კორმაღლის საჯარო სკოლა გახლდათ , სადაც შშმ პირებისათვის პანდუსი მოეწყო და ასევე სკოლის ორივე სართულზე სრულიად რეაბილიტირდება სველი წერტილები.

   ბოლო ლოკაცია კი სოფელი მთისძირი გახლდათ , სადაც დამონტაჟდა წყლის მიმწოდებელი ჭაბურღილი . უახლოეს პერიოდში ჭაბურღილს წყლის მიმწოდებელი ავზი დაემატება , რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლოს.

   მერმა სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო და სამშენებლო კომპანიებს სამუშაოების პასუხისმგებლიანად ჩატარებისკენ მოუწოდა

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 435