განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების გაერთიანებული შეხვედრა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების გაერთიანებული შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   სხდომაზე საკრებულოში არსებული 8 ფრაქციიდან 6-მა მიმდინარე წლის შვიდი თვის ანგარიში წარმოადგინა და თავიანთი საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას.

   შეხვედრაზე დეტალურად მოხდა ყველა იმ საკითხის ჩაშლა, რომელზეც ფრაქციებმა იმუშავეს. იყო ჯეროვანი და ობიექტური შეფასებები, რაც საკრებულოში მსგავსი შეხვედრებისთვის უკვე ჩვეული სტილია. ,,არაერთხელ განმიცხადებია, რომ ამ შეხვედრების მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობის დეტალები და დავანახოთ საქმისადმი დამოკიდებულება. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა სახელწიფოსთვის ღირსეულ სამსახურში შეგვიწყობს ხელს. გთხოვთ ყველას, ჩვენს ხელთ არსებული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ," განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

   დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, რომელმაც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს ახალი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი წარუდგინა.

   თავის მხრივ მუდმივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა მმართველი გუნდის ახალმა სახემ და განაცხადა, ,,დარწმუნებული ვარ, ის დრო, რაც სამტრედიას უნდა ვემსახურო იქნება შედეგის მომცემი და დასამახსოვრებელი. მეც ერთ, რიგით ჯარისკაცად ჩამთვალეთ ქვეყნისთვის აღმშენებლობის საქმეში," განაცხადა გრიგოლ დალაქიშვილმა.

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართ და დღესვე, ნუგზარ ჯამბურიამ მსგავსი ფორმატის აუდიენცია მაჟორიტარ დეპუტატებთანაც დააანონსა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 411