განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაწეული სამუშაოების შესახებ საანგარიშო გამოსვლები
RDRC.GE
გაწეული სამუშაოების შესახებ საანგარიშო გამოსვლები
კატეგორია:  სიახლე

   აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ საანგარიშო გამოსვლები.

   ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ანგარიში საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

   ამჯერად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გახდა მაჯელობის საგანი.

   სხდომას ტრადიციულად, მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია წარუძღვა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნული შეხვედრების მიზანი. ,, სავსებით გასათვალისწინებელია თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის მიერ დასმული საკითხი თუ პრობლემა, რომელიც ზედა ეშელონებამდე უნდა მივიტანოთ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგება, რათა ღირსეულად წარვსდგეთ მათ წინაშე" აღნიშნა ნუგზარ ჯამბურიამ.

   ამჯერად დიდი ჯიხაიშის, გომისა და ეწერის მაჟორიტარი დეპუტატების ანგარიში მოვისმინეთ. გიორგი ლეჟავა, დავით ამაღლობელი და მერაბ უღრელიძე აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მანდატს იცავენ საკრებულოში.

   შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნულ ადმინიატრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინირებული მუშაობის შედეგები სახეზეა. განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი.

   შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა. მისი თქმით, ბოლო 4 მოწვევის საკრებულოში მაგავსი პრეცენდენტის გახსენება უჭირს

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 460