განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება
RDRC.GE
დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება
კატეგორია:  სიახლე

   დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე. წ. ნინოშვილის უბანში, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციაზე, ასფალტო-ბეტონის საფარი იგება.

   მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ამ წუთებში ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელ სამუშაოებს ჯიხაიშში აკვირდება. მასთან ერთად ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია, ჯიხაიშის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლეჟავა და მერის წარმომადგენელი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ ნუცუბიძე.

   სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო" ასრულებს.

   ,,ჩვენი პრიორიტეტი კვლავ რჩება გზების დაგება- მოწესრიგება და ასე გაგრძელდება. მაქსიმალურად გამოვდივართ მოსახლეობის მოთხოვნებიდან. წელს ჯიხაიშში ჯამში 10 კმ-მდე გზა დაიგო. ტემპი შენარჩუნდება და არცერთი ქუჩა და უბანი გზის გარეშე არ დარჩება," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   ამ ეტაპზე ჯიხაიშის აღნიშნულ უბანში 2 კმ. და 200 მ. გზა მოწესრიგდება.

 

,,
  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 381