განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დაბა კულაშის ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს
RDRC.GE
დაბა კულაშის ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ამ წუთებში დაბა კულაშის ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

   სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ დაბა კულაშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობასთან ერთად დაათვალიერა.

   როგორც ადგილობრივები განმარტავენ, დაბა კულაშში ისეთი ქუჩები მოწესრიგდა, სადაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასფალტის საფარი აღარც კი ახსოვთ.

   ,,გრძელდება ქალაქის და არამარტო ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ ვცდილობთ არ დავტოვოთ არცერთი სოფელი გზის გარეშე და ეს ეტაპობრივად შეეხება სამტრედიის გაღმა ზონის სოფლებსაც, " განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

   წელს დაბა კულაშში 2,5 კმ. გზა დაიგო და სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა.

   პირველ ეტაპზე ბაგაურის, ყაზბეგის, ჭავჭავაძის მშვიდობის და გაგარინის ქუჩები დაიგო, ხოლო ამჯერად რესპუბლიკის I ჩიხი, ბათუმის, თბილისისა და წერეთლის ქუჩები მოწესრიგდა.

   მუნიციპალიტეტის მერმა დღესვე ნინოშვილის უბანში, ერთ-ერთი ქუჩის მოასფალტების სამუშაოებიც დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გესაუბრა.

   ზემოთაღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას ორგანიზაცია ,,ინდიკო" ასრულებს.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 435