განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » განხორციელებული საქმიანობის ანგარიში
RDRC.GE
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი წარსდგა 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშით.    

   ტოლების,

   საჯავახოს

   გამოჩინებულის

   გორმაღლის

   წარმომადგენლები საკრებულოში იმ არსებულ გამოწვევებზე საუბრობდნენ, რომლებიც აღნიშნულ თემებში შემავალი სოფლებისა და უბნების წინაშე დგას.

   ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა მიმართულების პროექტების პარალელურად სამტრედიის ე. წ. გაღმა ზონის, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მთავარი საჭიროებები დღეს დეპუტატებმა ღიად დააფიქსირეს.

   წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, მიგრაცია და საგანმანათლებლო სფეროები მაღალმთიანი სოფლების პრობლემად რჩება.

   ,,ახალი საბიუჯეტო წელი ახლოვდება და ყველა აქ გაჟღერებული საკითხი ჯეროვნად უნდა გავითვალისწინოთ მომავალი წლისთვის. მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობის პრობლემები უნდა მოგვარდეს," განაცხადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ.

   დღევანდელ შეხვედრას მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ზემოთჩოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათ კოორდინირებულ მუშაობას დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

   თითოეული გამომსვლელის ანგარიშის წარდგენას თან მიჰყვა კითხვა-პასუხი.

  • კომენტარი: 3
  • ნახვა: 421