განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ღია სარეკრეაციო-დასასვენებელი სივრცე ეწყობა
RDRC.GE
სამტრედიაში ღია სარეკრეაციო-დასასვენებელი სივრცე ეწყობა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიმდინარეობაზე შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან. ევროკავშირის ტექნიკური პროექტის წარმომადგენლებმა ვიტოლდ სარტორიუსმა და ნინო ხუხუამ პროექტით გათვალისწინებულ დეტალებზე იმსჯელეს და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

   საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით სამტრედიაში, რკინიგზის ვაგზლის მიმდებარედ, 6000 კვ.მ ფართობზე ღია სარეკრეაციო-დასასვენებელი სივრცე ეწყობა. თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული პარკის მშენებლობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

   ,,ეს არის ადგილი, საიდანაც ჩვენი ქალაქის განვითარების ისტორია იწყება. წლების განმავლობაში ეს ტერიტორია უფუნქციოდ იყო და ამჯერად, ევროკავშირისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევით იგი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. მადლობა ყველას და განსაკუთებით მერიისა და საკრებულოს ახალგაზრდების გუნდს, რომლებსაც პროექტის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით," განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

   შეგახსენებთ, საჩხერესა და ბაღდათში ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის რეკონსტრუქცია განხორციელდება, ხოლო ტყიბულსა და ვანში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

  ,, მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად პროექტი მიმდინარეობს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შევძელით გაგვეხორციელებინა აღნიშნული კონკურსი პროგრამის ფარგლებში. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, " აღნიშნა მედიასთან საუბარში ვიტოლდ სარტორიუსმა.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 461