განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალი პროექტის პრეზენტაცია
RDRC.GE
ახალი პროექტის პრეზენტაცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის თანამშრომლობით და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროგრამით ფუნქციონირებას იწყებს მომავალ ლიდერათა სკოლა -ELS 2021.

   პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის კუთხით. მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისება და მათი პროფესიული ზრდა.

   მომავალ ლიდერთა სკოლა იმერეთის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედდება და ახალგაზრდებს 6 თვის განმავლობაში 24 ტრენინგ-მოდულს შესთავაზებს სოციალურ და პოლიტიკურ თემატიკაზე. ტრენინგებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები გაუძღვებიან.

   პროექტში ჩართვა შეუძლიათ 18-35 წლის ასაკის აქტიურ ახალგაზრდებს, რომელთა ინტერესის სფერო ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ- პოლიტიკური პროცესებია.

   დღევანდელ შეხვედრაზე სამტრედიელ ახალგაზრდებთან ლიდერთა სკოლაზე პრეზენტაცია საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ და მომავალ ლიდერთა სკოლის იმერეთის კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ წარმოადგინეს.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 456