განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კენჭისყრა სხვადასხვა ორგანიზაციების განკარგულებებში შესატანი ცვლილებებზე
RDRC.GE
კენჭისყრა სხვადასხვა ორგანიზაციების განკარგულებებში შესატანი ცვლილებებზე
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვადასხვა ორგანიზაციის განკარგულებებში შესატანი ცვლილებები დააყენა კენჭისყრაზე. მიმდინარე წლის პროგრამებში სავარაუდოდ, ბოლო შესწორებები შევიდა.

   სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, რომელიც მოგვიანებით 2020 წლის ანგარიშით წარსდგა კოლეგების წინაშე.

   დღეს რამდენიმე ააიპის განკარგულებაში შიდა მუხლობრივ გადაადგილებას დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი. საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაჟა სტურუამ წარმოადგინა.

   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი 11 პროექტის მოწონების შესახებ საკითხი წარმოადგინა ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ. პროექტების განხორციელება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

   რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს, ნუგზარ ჯამბურიამ საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის თითქმის ყველა სეგმენტი მიმოიხილა. ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას.

   წარმოდგენილი ანგარიში სრულად მოიცავდა სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ანალიზს. დღესვე ნუგზარ ჯამბურიამ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თითოეულ წევრს და აპარატის თანამშრომლებს გაწეული ფუნქციონალური საქმიანობისთვის.

  • კომენტარი: 4
  • ნახვა: 425