განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა.

   საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ დეპუტატებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, 2021-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტების სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

   წარმოდგენილ ინფორმაციაში კონკრეტულადაა ჩაშლილი ყველა პროექტის დასახელება, ღირებულება და შესასრულებელი დრო.

   2021-2024 წლებში დაგეგმილი პროექტებიდან უმრავლესობა ქუჩების ასფალტ-ბეტონით მოპირკეთებას ეთმობა.

   აქვე გათვალისწინებულია ბეტონის საფარის დაგება გაღმა ზონის მაღალმთიანი სოფლების მიმართულებით;

   გარე განათების მოწყობა;

   სპორტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

   რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაზიფიცირება;

   მრავალსართულიანი ბინების ეზოების, სახურავისა და კომუნიკაციების რეაბილიტაცია; წყლის სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

   სკოლების სრული რეაბილიტაცია;

   სამტრედიაში სპორტის სასახლის მშენებლობა.

   ეს არის ზოგადი ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი.

   დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე ააიპ-ის განკარგულებაში შეტანილ შიდა მუხლობრივ გადაადგილებასაც დაუჭირეს მხარი.

  • კომენტარი: 3
  • ნახვა: 377