განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხებიდან რამდენიმე ორგანიზაციებში შეტანილ შიდა მუხლობრივ გადაადგილებას ეხებოდა.

   დეპუტატებმა დღეს ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების" 2021 წლის ხარჯის დამტკიცებაზე იმსჯელეს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლიდან მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სახელფასო ფონდი გაიზარდა.

   საკრებულოს სხდომაზე ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის 2021 წლის ხარჯებს 170 ათ. ლარამდე თანხა დაემატა, რაც შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება. სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

   დღეს ცვლილება შევიდა ასევე მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2021 წლის მიზნობრივ სოციალურ პროგრამაში.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 397