განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში გამართული საინფორმაციო შეხვედრა
RDRC.GE
სამტრედიაში გამართული საინფორმაციო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   გრანტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში იმერეთის 11-ვე მუნიციპალიტეტში იმ აქტივობების გაცნობა მოხდა, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში იგეგმება.

   პროექტის ასისტენტმა თამუნა ახობაძემ დღეს იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების 10 თვიან ციკლს მოიცავს.

   გრანტის ფარგლებში სამ ძირითად მიმართულებაზე გაკეთდება აქცენტი:

   მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-პრობლემების ადვოკატირება;

   თვითმმართველობის მოხელეთა ანგარიშვალდებულებების ხარისხის ზრდა და კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსახლეობასთან;

   მუნიციპალიტეტებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება სამიზნე ჯგუფების ინტერესების უკეთ გამოხატვისთვის.

   პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა ფოკუსჯგუფების შექმნა და მათთან ინტერვიუები.

   გრანტი ,, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) , დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 373